საშემსრულებლო ხელოვნება

მიშკა მგალობლიშვილმა Niko-ს საპასუხო დის-ტრეკი მიუძღვნა

მოგეხსნებათ, რამდენიმე დღის წინ ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko, ასევე, ქართველი რეპერი მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young Mic გადისა. ტრეკი, სახელად Drunk Talk ნიკოლოზ მჭედლიშვილმა Proffeny-სთან კოლაბორაციით ჩაწერა.

5 დღის შემდეგ მიშკა მგალობლიშვილმა საპასუხო ტრეკი, სახელად Six Feet Under  გამოაქვეყნა, რომლის პროდიუსერი Omar’K გახლავთ, ცნობილი რეპერის, ემინემის ჰიტის The Real Slim Shady-ზეა სემპლზეა აწყობილი.

აღსანიშნავია, რომ იანგმა დის-ტრეკი ახალი პროექტით Pash Lyfe გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იანგ მაიკსა და ნიკოს ერთად რამდენიმე ნამუშევარი აქვთ. Niko ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ მიშკასა და ბათუმელი მუსიკოსის, ზაზა თევთიძის პროექტში მონაწილეობით გახდა

კომენტარები

კომენტარი