კულტურა

პოლიციელები ამტკიცებენ, რომ საწყობში არსებული ნახევარი ტონა მარიხუანა თაგვებმა შეჭამეს

გასულ წელს არგენტინის პოლიციის განყოფილების 8 ოფიცერი სამსახურიდან გაუშვეს მას შემდეგ, რავ განაცხადეს, რომ 500 კილო  მარიხუანა, რომელიც პილარში მდებარე პოლიციის საწყობში ინახებოდა, თაგვებმა შეჭამეს.

ასეთი დანაშაულის თაგვებისთვის დაბრალება არც ისე ალოგიკურად ჟღერს არგენტინის მოსახლეობისთვის, რადგან უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გაუნადგურებიათ მღრღნელებს იმავე ტიპის პროდუქტი, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი გაქრა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

მარიხუანა საწყობში რამდენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა, ბოლო შემოწმებისას იქ 13,200 ფუნტი ნარკოტიკი იყო, თუმცა, ბოლოს, როდესაც ინსპექტორების ჯგუფმა ტერიტორია დაათვალიერა, მხოლოდ 12,000 ფუნტი იყო დარჩენილი. კომპეტენტური პირების მტკიცებით, ამ რაოდენობის ნარკოტიკის შეჭმის შედეგად საწყობში გარდაცვლილი თაგვების რამდენიმე გორა უნდა იდგეს.

საგამოძიებო ჯგუფს არ გამორჩენია, რომ ყოფილ კომისიის წევრს, ხავიერ სპეკიას არ განუცხადებია მარიხუანას დაკარგვის შესახებ, მან სამსახური თავისი ნებით დატოვა და გამოძიებას პრობლემის შესახებ მხოლოდ მის ადგილზე დანიშნულმა ემილიო პრტერომ განუცხადა.

სპეკიას კოლეგები, რომლებიც საცავს კურირებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიება ვერავის ბრალეულობას ასაბუთებს.

კომენტარები

კომენტარი