საშემსრულებლო ხელოვნება

The Chemical Brothers–მა ახალი კომპოზიცია MAH გამოაქვეყნა

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ახალი კომპოზიცია MAH გამოაქვეყნა, რომელსაც ვიდეოკლიპი თან დაურთო.

ტრეკი ჯგუფის ახალ, რიგით მეცხრე ალბომში No Geography შევა, რომელიც გაყიდვაში გაზაფხულზე ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ The Chemical Brothers ტომ როულანდსმა და ედ საიმონსმა მანჩესტერში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტმა პოპულარობა მალევე მოპოვა. კარიერის განმავლობაში მათმა ექვსმა სტუდიურმა ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციების დაკავება მოახერხა. ბიგ ბითის პიონერებმა სხვადასხვა დროს გრემის 4 ჯილდო დაიმსახურეს.

2018 წლის 1 სექტემბერს პროექტი საქართველოსაც ეწვია და რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში კონცერტი გამართა.

კომენტარები

კომენტარი