კულტურა

The Guardian: “2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი იქნება”

Guardian-ის მიმომხილველმა ლარი ელიოტმა ერთგვარი ნუმეროლოგიური დაკვირვება აწარმოა და შენიშნა, რომ წლები, რომლებიც ციფრ 9-ზე მთავრდება, თითქმის ყოველთვის მოვლენებით დატვირთულია და ისტორიის მიმართულებებს ცვლის.

1789 წელს საფრანგეთში მოეწყო რევოლუცია; 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი; 1979 წელს ირანში მოხდა გადატრიალება და დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი; 1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი, რაც ევროპაში კომუნიზმის კრახს ნიშნავდა; 2009 წელს მსოფლიოს ეკონომიკაში მოხდა რევილუციური ძვრები – მთელი მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მიიღეს ექსტრემალური ზომები, რათა შეეჩერებინათ საუკუნის ყველაზე მძაფრი რეცესია, რომელიც “დიდ დეპრესიაში” გადაიზარდა. დაკვირვება ჟურნალისტმა 1929 წლის “ვოლ სტრიტის კრახიდან” დაიწყო.

ელიოტი მიიჩნევს, რომ 2019 წელს ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ სამყაროში რადიკალურ ცვლილებებს ველოდოთ. 2018 წელს დონალდ ტრამპმა დაიწყო სავაჭრო ომი, რამაც გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უკვე შეამცირა. მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მთავარი საფუძველი შესაძლოა სწორედ ეს პროცესები გახდეს.

მარტივია იმის გამოცნობა, რას შეიძლება ველოდოთ: საფონდო ბირჟების კრახი; სავაჭრო ომი; ამერიკის საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ამით გამოწვეული განვითარებული ბაზრების კრიზისი; ირანსა და საუდის არაბეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო ნავთობის ფასის მკვეთრი მერყეობა.

ასევე არ არის გამორიცხული დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა, ფინანსურ ბაზრებზე მასშტაბური კიბერშეტევა, ბირთვული კრიზისი, ექსტრემალური სინიპტიკური პირობები და ა.შ. სააგენტოს მიაჩნია, რომ სამყარო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. “ჩვენ ცხელი 2019 წელი გველოდება”, – წერს Guardian.

agora.ge

კომენტარები

კომენტარი