კინო

“ბოჰემური რაფსოდიის” ყოფილი რეჟისორი ფილმის წარმატებას გამოეხმაურა

ბრაიან სინგერი, “ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორი, რომელიც ფილმის დასრულებამდე სტაფიდან გარიცხეს, “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე ზემოთქმული ფილმის ტრიუმფს გამოეხმაურა.

სინგერმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის ფილმის – “ბოჰემური რაფსოდია” – ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ის რეჟისორის სკამზე ზის და მითითებებს გასცემს. ფოტოს აღწერაში ის წერს: “რა პატივია. მადლობა #HollywoodForeignPress”.

ბრაიანი, რა თქმა უნდა, ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას. მისი წასვლის შემდეგ, რეჟისორის ადგილი “ედი: მეტსახელად არწივი”-ს ავტორმა, დექსტერ ფლეთჩერმა დაიკავა.

სინგერის წასვლის მოტივად მისი ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა, თუმცა მოგვიანებით რამი მალეკმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე ის და ყოფილი რეჟისორი ხშირად ეკამათებოდნენ ერთმანეთს.

View this post on Instagram

What an honor. Thank you #HollywoodForeignPress

A post shared by Bryan Singer (@bryanjaysinger) on

კომენტარები

კომენტარი