შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლეგოს ფიგურებით აწყობილი ბუგატი საათში 29 კილომეტრს ანვითარებს

კომპანია “ლეგომ” ამავე სახელწოდების სათამაშო ფიგურებისგან ავტომობილი “ბუგატი შირონი” ააწყო. ეს უკანასკნელი ზომითა და ფორმით ზუსტად ემთხვევა ორიგინალ მოდელს, რომელსაც ავტომწარმოებელი კომპანია უშვებს. თუმცა, ლეგოს ფიგურებით აწყობილი მანქანის სიმძლავრე ორიგინალის 1500 ცხენის ძალისგან განსხვავებით 5 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 420 სმ/სთ-ის ნაცვლად 29 კმ/სთ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ძრავაც თითქმის სრულად სათამაშო ფიგურებითა და “ლეგოს” მარტივი საინჟინრო კომპონენტებითაა შედგენილი.

კომენტარები

კომენტარი