ვიზუალური ხელოვნება

კლასიკური ფერწერის გმირები თანამედროვე სამყაროში

უკრაინელი მხატვარი ანა მინგალევა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს ფოტოკოლაჟებს, სადაც კლასიკური ფერწერის გმირები თანამედროვე სამყაროში ცხოვრობენ: სხედან ოფისებში, ბარებში, ავტობუსებში…

როგორც თავად მხატვარი ამბობს, ამ პროექტზე უკვე ნახევარი წელია მუშაობს და მისი საყვარელი ნაწილი ამ საქმეში, ფერწერის გმირების ოფისებში წარმოდგენაა.

,,ჩემთვის საინტერესო იყო მათი ,,რეინკარნაცია” და თანამდეროვე რეალიებთან დაკავშირება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა, განსაკუთრებით ის კოლაჟები, რომლებიც ოფისის ცხოვრებას ეძღვნება. თავდაპირველად, ვცდილობდი, ისეთი გმირები მეპოვა ნახატებში, რომლებიც ჩემს თანამშრომლებს ჰგავდნენ. კოლეგები აღფრთოვანდნენ, შემდეგ კი უკვე ჩემი ნამუშევრები, სოციალური ქსელის საშუალებით, უამრავმა ადამიანმა გაიცნო” – აღნიშნა მინგალევამ.

classical-paintings-modern_01

classical-paintings-modern_02

classical-paintings-modern_03

classical-paintings-modern_04

classical-paintings-modern_05

classical-paintings-modern_07

classical-paintings-modern_08

classical-paintings-modern_09

classical-paintings-modern_10

 

კომენტარები

კომენტარი