ვიზუალური ხელოვნება

ნახატი-გამოცანა, რომლის გაშიფვრის შემთხვევაშიც თანხას მოიგებთ

პარიზელმა ქუჩის მხატვარმა, პასკალ ბოიარმა შექმნა ნამუშვარი, რომელშიც იმალება გამოცანა. გამოცანაზე პასუხის გამცემი კი თანხას იგებს, ვინაიდან ნამუშევარი შეიცავს 0,26 ბიტკოინს ანუ 1 003 დოლარს.

მხატვრის თქმით, გამოცანის გამოსაცნობად საჭიროა, დადგეთ ნახატის პირდაპირ. ამისთვის აუცილებლია, გაემგზავროთ პარიზში და მოძებნოთ კედელი აღნიშნული ნახატით. მთავარი ამოცანაც, პრინციპში ესაა, ვინაიდან მხატვარს არ დაუკონკრეტებია რა ადგილასაა მისი ახალი ნახატი.

ნახატი-გამოცანა გახლავთ დელაკრუას ცნობილი ნამუშევრის ,,თავისუფლება ბარიკადებზე” ალუზიაა. ბოიარმა მეცხრამეტე საუკუნის რევოლუციონერები თანამედროვე ყვითელჟილეტიანებით ჩაანაცვლა, რომლებიც 2018 წლის ბოლოს გამოვიდნენ პარიზის მასობრივ აქციებზე.

კომენტარები

კომენტარი