კინო სტილი, დიზაინი

დეივიდ ბექჰემის მოდის სახლმა “ალესილ კეპებთან” კოლაბორაციით ახალი კოლექცია გამოუშვა

Kent & Curwen, მოდის სახლმა, რომლის თანადამფუძნებელი დეივიდ ბექჰემია, სატელევიზიო შოუ “ალესილ კეპებთან” კოლაბორაციით ახალი კოლექცია გამოუშვა.

კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა. შემოდგომა-ზამთრის დიზაინი 1920-იანი წლების ლუქებს მოიცავდა, როგორებიცაა: კოსტიუმის ჟილეტი, სვიტერი და, რა თქმა უნდა, კეპი.

“ამ შოუს დიდი გულშემატკივარი გახლავართ, თანაც ჩვენი ბრენდი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა” – განაცხადა ბექჰემმა The Guardian-თან საუბრისას.

ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც კეპების ტარება განსაკუთრებულად უყვარს, ამბობს:”ეს კეპი ჩემი ბაბუისგან დამრჩა. მას ახალგაზრდობიდან მოყოლებული ხშირად ვატარებ. ბრუკლინიც (ბექემის შვილი) ხშირად ატარებს მას”.

 

კომენტარები

კომენტარი