კინო

2018 წლის საუკეთესო სერიალები – IMDB

კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა პორტალმა (IMDb) 2018 წლის 10 საუკეთესო სერიალის სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს ,,მოსიარულე მკვდრები” იკავებს. სერიალი, რომელიც 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქტუალობას არ კარგავს, აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან.

ჩამონათვალს ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ანთოლოგიური ტელესერიალი, ,,შავი სარკე” აგრძელებს.

საუკეთესო სამეულს კი ,,ველური დასავლეთის სამყარო” ხურავს.

IMDb-ის 2018 წლის ტოპ 10 სერიალს შორის ასევე ,,მხევლის წიგნი”, ,,გრეის ანატომია”, ,,ჰილ ჰაუსის მოჩვენებები”, ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია”, ,,ვიკინგები”, ,,13 მიზეზი” და ,,უსირცხვილო” მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი