სტილი, დიზაინი

საქართველო ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ქართული ავეჯის კლასტერის ორგანიზებით, 4 ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი-შპს ფუნდუკი, შპს დიზაინ ბიურო, შპს XYZ და ი/მ ანუკა თავართქილაძე, გერმანიაში, ქ.კიოლნში დაგეგმილ ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen 2019 მიმდინარე წლის 14-20 იანვარს გაიმართება.

Passagen 2019 დიზაინის მიმართულებით,  გერმანიაში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია.  გამოფენა, ტრადიციულად,  ქალაქის ცენტრალურ უბნებში თავმოყრილ საგამოფენო სივრცეებში, ავეჯის მაღაზებსა და შოურუმებში იმართება. ღონისძიებას  დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციული პარტნიორების მაძიებელი კომპანიები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გააცნონ საკუთარი პროდუქცია და პოტენციალი ფართო საზოგადოებას.

მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე და საერთო სივრცეში გამოიფინება ღვინის ავეჯი. ღონისძიების მსვლელობისას  გაიმართება საქართველოს, როგორც ღონისძიების საპატიო სტუმრის საპრეზენტაციო წვეულება, სადაც ქართული მხარე სტუმრებს  ქართული ღვინით უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი