საშემსრულებლო ხელოვნება

გურული ფოლკლორის დიდოსტატი გური სიხარულიძე გარდაიცვალა

გურული ფოლკლორისა და სიმღერის დიდოსტატი გური სიხარულიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში “შავნაბადამ” გაავრცელა

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, გურული ხალხური სიმღერის დიდი ოსტატის – სიხარულიძეების მომღერალი გვარის ერთერთი გამორჩეული წარმომადენლის, იშვიათი მუსიკალური მოაზროვნის, სამუსიკო ფოლკლორის წმინდა ტრადიციების დამცველის გური სიხაულიძის გარდაცვალების გამო.

გური სიხარულიძემ აღზარდა თაობები, მან მოახერხა ყველა თაობის წარმომადგენელთან მეგობრული და მამა-შვილური სიყვარულის გაღვივება. მისი შესრულებული სიმღერები, დღეს ერთერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა იმღერო, როგორ უნდა იგრძნო შენს გვერდში მდგომი შემსრულებელი, როგორ უნდა გიყვარდეს მეგობარი და როგორ უნდა იმღრო სიყვარულით.

გურო სიხარულიძე იყო და დარჩება მაგალითად თუ, როგორ უნდა ემსახურო შენ ქვეყანას, წინაპრების დანატოვარს და შენი ერის განძს – ქართულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.

ვუსამძიმრებთ გური სიხარულიძის ოჯახს, გურიას და საქართველოს!” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უხუცესს 2015 წელს ხელოვნები ქურუმი მიანიჭრეს. უმაღლესი ჯილდო სიხარულიძემ ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

 

 

კომენტარები

კომენტარი