ვიზუალური ხელოვნება

როგორი იყო ისტორიაში პირველი ფოტოსურათები?

1839 წლის 7 იანვარს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე ფიზიკოსმა ფრანსუა არაგომ გააკეთა მოხსენება დაგეროტიპიის შესახებ – ფოტოგრაფიის, პრაქტიკულად, პირველ ხერხზე. მას შემდეგ, დაგეროტიპია და მისი გამომგონებელი ლუი დაგერი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ეს დღე კი ისტორიაში შევიდა, როგორც ფოტოგრაფიის შექმნის დღე.

ლუი დაგერის შემუშავებული ხერხი ასეთი იყო: კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით, ხოლო გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად, ვერცხლის ფირფიტაზე შეიძლებოდა პოზიტიური გამოსახულების — დაგეროტიპის ნახვა. ზოგადად, იქიდან გამომდინარე, რომ დაგეროტიპი ლითონზე კეთდებოდა, შეუძლებელი იყო მისგან ასლის დამზადება, ანუ ის წარმოადგენდა გამოსახულების ერთადერთ ეგზემპლიარს.

დააახლოებით ამ პერიოდში, ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი,  რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით იღებენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც. ქაღალდი, რომელსაც ტალბოტი იყენებდა, გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატისა და მარილის ხსნარით. მარილიან ქაღალდზე პოზიტიური ასლის შექმნის მეთოდი ქაღალდის ნეგატივიდან, 1840 წელს აღმოაჩინა, რამაც საშუალება მისცა, გაეკეთებინა განუსაზღვრელი რაოდენობის ასლები. ამ მეთოდმა, ფაქტობრივად, სათავე დაუდო თანამედროვე ფოტოგრაფიის შექმნას.

გთავაზობთ ისტორიაში პირველ ფოტოსურათებს:

Image Caption

მხატვრის სახელოსნო. ეს გახლავთ პირველი დაგეროტიპი, რომლის ავტორიცაა ლუი დაგერი.

Image Caption

პირველი სელფი ისტორიაში, რომელიც გადაღებულია 1839 წელს, რობერტ კორნელიუსის მიერ.

Image Caption

ისტორიაში პირველი ფოტოპორტრეტი ქალისა, რომელიც გადაღებულია ჯონ დრეიპერის მიერ, 1840 წელს. ფოტოზე გამოსახულია ჯონის და, დოროთი დრეიპერი.

Image Caption

აბრაამ ლინკოლნის პირველი ფოტო, რომელიც გადაღებულია 1846 წელს, ნიკოლას შეპარდის მიერ.

Image Caption

აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის დაგეროტიპი, 78 წლის ასაკში.

Image Caption

ბრიტანელი სახელმწიფო მოხელე არტურ უესლი ველინგტონი 75 წლის ასაკშ. ფოტო გადაღებულია ანტონ კლოდის მიერ, 1844 წელს.

Image Caption

მზის დაბნელება 1851 წლის 28 ივლისს. ფოტო გადაღებულია დაგეროტიპიის პროცესით.

Image Caption

ეს გახლავთ ყველაზე ადრეული იაპონური ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია იტიკი სიროს მიერ, 1857 წელს. მასზე გამოსახულია ედო სიმაძუ ნარიაკირის პერიოდის ფეოდალი.

Image Caption

მწერალ ედგარ ალან პოს დაგეროტიპი, რომელიც გადაღებულია სიკვდილამდე 4 თვით ადრე, 1849 წელს.

Image Caption

6 დაგეროტიპი სან-ფრანცისკოს ხედით, 1853 წელს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი