კინო საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები – სრული ჩამონათვალი

საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული “ბოჰემური რაფსოდიაა.” ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა რემი მალეკმა დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამაში.

რაც შეეხება ამავე ნომინაციაში მსახიობ ქალს, წელს როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს ეგლენ ქლოუზი (The Wife).

ნომინაციაში საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ჯილდო Green Book-ს გადაეცა. კომედიასა ან მიუზიკლში ქალისა და კაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვებულები ოლივია კოლმენი (The Favourite) და კრისტიან ბეილი (Vice) არიან.

საუკეთესო ანიმაცია გახდა Spider-Man: Into the Spider-Verse, საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმია Roma, ასევე მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორად სწორედ Roma-ს რეჟისორი ალფონსო კუარონი დასახელდა.

ხოლო ქალისა და კაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში  გამარჯვებულები რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk) და მაჰერშალა ალი (Green Book) არიან.

საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა: Green Book-ი, საუკეთესო სატელევიზიო სერიალ-დრამად დასახელდა The Americans, ხოლო  საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი დრამატულ სერიალში სანდრა ო (Killing Eve) და რიჩარდ მადენი (Bodyguard) არიან.

ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა გამარჯვებულია First Man, ხოლო საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად Shallow დასახელდა.

“ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ:

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი, The Kominsky Method,

კომენტარები

კომენტარი