ვიზუალური ხელოვნება

მკვლევარებმა ოტომანთა იმპერიის ამსახველი 6000-მდე ფოტო გააციფრულეს

The Getty Research Institute-მ ცოტა ხნის წინ XIX-XX საუკუნის ამსახველი 6000-მდე ფოტომასალა გააციფრულა.

ფოტოები, რომლებიც ოტომანთა ეპოქას ეკუთვნის ფრანგმა კოლექციონერმა, პიერ დე გიგორდმა 1980-იან წლებში შეაგროვა თურქეთში მოგზაურობისას.

ზემოთხსენებული ფოტომასალა ასახავს ოტომანთა ცხოვრების განსხვავებულ დეტალებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, ურბანული და ბუნებრივი პეიზაჟები, ოტომანთა იმპერიაში 100 წლის მანძილზე მცხოვრები ადამიანების სახეები და სხვა.

კოლექციაში, ასევე, შედის კონსტანტინოპოლის 10 ნაწილიანი პანორამა. ამ ნაწილების შეერთებით ვიღებთ საერთო სურათს, რომელიც 1878 წლის სტამბოლის პეიზაჟს გვიშლის თვალწინ. გაციფრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა ერთ ეკრანზე ვიხილოთ ზემოთხსენებულუ პანორამა. ამასთანავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ არ დაეკარგათ ფოტოზე ისეთ დეტალებიც კი, როგორიცაა ავტორის კალიგრაფიული ხელმოწერა.

ფოტოები ასახავენ ბაზრობებს, დანგრეულ შენობებს, ქუჩის ვაჭრებს, სახელმწიფოს მეთაურებს და სხვა მრავალ დეტალს, რომლებიც ოტომანთა იმპერიის ყოველდღიურობას ქმნიდა.

"Boucherie turque" (undated)Constantinople Panorama (1868) (all images courtesy Getty's open content program)

Pyramids (undated, c. 1870–1929), gelatin silver print

Beggars (undated, c. 1857)

"Fellahine, after 1883"

"Bergers" (1870)

Crowd on the street with Turkish flags, 1900

Enver Pascha (1900)

Turkish woman wearing veil (1900), glass lantern slide

Woman reclining on couch (1900), glass lantern slide

Boys standing in the street (c. 1900), glass plate negative

Turkish man carrying furniture on his back (c. 1900), glass plate negative

კომენტარები

კომენტარი