ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

4 კნუტის გარდა, ქუჩის მუსიკოსს ყურადღება არავინ მიაქცია

ხშირად შეხვდებით ქუჩაში მუსიკოსებს, რომლებიც ქალაქის დაძაბულ რიტმს ცოტათი ამსუბუქებენ. მათი საქმიანობა განსაკუთრებით სასიამოვნო სადღესასწაულო პერიოდშია, როდესაც ქუჩაში ბევრი მხიარული ადამიანი ფუსფუსებს და ცდილობს ხელთ არსებული ბედნიერება სულ რამდენიმე დღით მაინც შეინარჩუნოს.

ქუჩის მუსიკოსებისთვის ეს საქმიანობა არც ისე სასიამოვნოა. მათ უწევთ საათობით ყინვაში, ქარში ან წვიმაში დგომა, ბევრი ადამიანი მათ ყურადღებასაც არ აქცევს ან აუდიტორია საერთოდ არ ჰყავთ.

ამგვარად უსიამოვნო აღმოჩნდა ერთ-ერთი საღამო მალაიზიელი ბიჭისთვის, რომელიც მთელი ღამე ცდილობდა აუდიტორიის მოკრებას, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია, სანამ ოთხი კნუტი არ მივიდა მის მოსასმენად.

სამ თვემდე ასაკის კნუტები გულისყურით უსმენდნენ შემსრულებელს. ამ საქციელმა მალაიზიელ ბიჭს დაუვიწყარი საღამო აჩუქა, მან მსმენელებს შორის ყველაზე საყვარელი მსმენელები იპოვა.

კომენტარები

კომენტარი