საშემსრულებლო ხელოვნება

ბიონსეს კლიპის გამო ლუვრის მნახველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ცნობილი და ხშირადმონახულებადი მუზეუმია. მიუხედავად იმისა, მისი ვიზიტორების რაოდენობა 2018 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, რეკორდულ მაჩვენელებს მიაღწია 10,2 მილიონს გადააჭარბა.

მნახველების მატება ბიონსეს ბოლო კლიპთანაა დაკავშირებული, რომელიც მან ქმართან, ჯეი-ზისთან ერთად ლუვრის მუზეუმში გადაიღო.

სიმღერის კლიპში, აგრეთვე, ვხვდებით ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზას” და ლუვრში გამოფენილ სხვა ღირსშესანიშნაობებს.

.კარტერებმა კლიპი სიმღერაზე APES**T 16 ივნისს გამოუშვეს და მას იუთუბზე უკვე 145  მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

როგორც Billbord-ი წერს, ლუვრის ვიზიტორების რიცხვი ყველაზე მეტად ამერიკიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან და ევროპის ქვეყნებიდან გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი