შემოქმედებითი ინდუსტრიები

ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც კოსმოსში გაგზავნეს

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დედამიწის მიღმა არსებული სივრცე, კოსმოსი მუდმივად ინტრიგის საგანი იყო. ადამიანთა თაობები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ცდილობენ ყველა შესაძლო ხელსაწყოს გამოყენებით გამოიკვლიონ იგი. ამ პროცესში, რაღა გასაკვირია, ხელოვნებაც ჩაერთო, თუმცა მას მეცნიერებისგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებს. თანამედროვე არტისტების ნაწილს სურს – კოსმოსი საგამოფენო სივრცედ აქციოს და ამისთვის ძალას არ იშურებენ.

“არტნიუსი” გთავაზობთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც დედამიწის მიღმა გაგზავნეს:

(Credit: Nahum)

არტისტის, სახელად Nahum ნამუშევარი (რაკეტა SpaceX Falcon 9) – “არსებობის კონტური” – 2018 წლის ივნისში კაპე კანავერალის აეროდრომიდან გაუშვეს.

(Credit: Courtesy of the artist and Nevada Museum of Art)

2018 წლის 3 დეკემბერს ტრევორ პალენის სკულპტურა “პალენის ორბიტალური რეფლექტორი”, რომელიც ნევადას ხელოვნების მუზეუმისა და სტრაქან ენოქის კოლაბორაციით შეიქმნა, მრავალი წარუმატებელი ცდის შემდეგ წარმატებით გავიდა დედამიწის საზღვრებს გარეთ.

პალენის სკულპტურა სატელიტს წააგავს, თუმცა მეტად ესთეტიურია, როგორც ხელოვნების ნიმუშს შეშვენის.

(Credit: The artist, courtesy of The Los Angeles County Museum of Art)

ჰენრი ლოურენსის ბიუსტი ამჟამად დედამიწის ორბიტის გარშემო დადის. ლოურენსის ოცნება გარდაცვალების შემდეგ ახდა.

(Credit: AMKK)

2017 წელს მაკოტო აზუმამ ყვავილების ბუკეტს უზარმაზარი ბუშტები დაუმაგრა და ნევადის უდაბნოს თავზე, ზღვის დონიდან 100 000 ფუტის სიმაღლეზე გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი