საშემსრულებლო ხელოვნება

ედ შირანს პლაგიატში ადანაშაულებენ

ბრიტანელ მომღერალს, ედ შირანს პლაგიატში ადანაშაულებენ, ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. მან, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გადააკოპირა მარვინ გეის სიმღერა «Let’s Get It On» თავის ცნობილ სიმღერაში «Thinking Out Loud».

საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო განიხილავს. საჩივარში, რომელიც კომპანია Structured Asset Sales-მა შეიტანა ედ შირანის წინააღმდეგ, აღნიშნულია, რომ ედ შირანმა მარვინ გეის სიმღერიდან აიღო რიტმი, ტემპი, სინქრონი, მელოდია და თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში გამოიყენა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ედ შირანის არგუმენტი, რომ ეს ორი მუსიკალური ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს. მოსამართლემ უარყო მუსიკოსის თხოვნა სასამართლო პროცესის გამარტივებული პროცედურის შესახებ.

 

 

კომენტარები

კომენტარი