ვიზუალური ხელოვნება კულტურა

“ტაილანდში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ მონობა დღემდე არსებობს” – ჯინ მიჩელ კლეიოტის ფოტოპროექტი

“ტაილანდში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ მონობა დღემდე არსებობს სამყაროში” – ამბობს ფოტოგრაფი ჯინ მიჩელ კლეიოტი, რომლის ფოტოპროექტიც ამის დადასტურებაა.

ჯინ მიჩელ კლეიოტის ფოტოსერია “მონობა ზღვაზე” ტაილანდური კულტურის, განსაკუთრებით კი, ეკონომიკის მნიშვნელოვან, თუმცა ყურადღების ცენტრს მიღმა დარჩენილ ასპექტს ასახავს. კერძოდ, საუბარი ეხება მონობას, რაც, ავტორის თქმით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ამ ქვეყანაში.

მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა რაოდენობა 27 მილიონს შეადგენს და მათ შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები და ბავშვები.

ტაილანდი ზღვის პროდუქტების ექსპორტის სიდიდით, მსოფლიოს მასშტაბით, მესამე ადგილზეა, ჩინეთისა და ნორვეგიის შემდეგ. 2011 წელს “საკვებისა და აგროკულტურის ორგანიზაციამ” ამ ქვეყნის ექსპორტი 7.3 მილიარდად შეაფასა. საიდუმლო არაა, რომ ტაილანდის თევზჭერის ინდუსტრია იაფ მუშახელზე დგას.

მიანმარში მომუშავე 2 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი არალეგალია. იაფი მუშახელის საჭიროება თანამედროვე სამყაროში იაფ ზღვის პროდუქტზე გაჩენილმა მოთხოვნამ განაპირობა. სათევზაოდ ზღვაში გასულ ბირმელ მუშებს კი, ჯინ მიჩელის თქმით, ისე ექცევიან, როგორც მონებს.

თითო მუშა დაახლოებით 800-1100 დოლარი ღირს. თანხა, რომელსაც კაპიტანი მეთევზეებს უხდის საკმაოდ დაბალია ისტორიულ სტანდარტებთან შედარებითაც კი. დღევანდელი მუშები 95%-ით ნაკლებად ფასობენ, ვიდრე 19 საუკუნეში, როდესაც მონობა ჩვეული ამბავი იყო, რაც ნიშნავს, რომ დამქირავებლები ადამიანებს არა გრძელვადიან ინვესტიციად, არამედ ერთჯერად საქონლად აღიქვამენ.

არალეგალი მუშები სისტემატურად შეედინებიან ტაილანდში და თევზჭერის ინდუსტრიაში მუშაობენ, სადაც მათ უწევთ გაუძლონ საშინელ დამცირებას და ხშირად მათი მინიმალური ადამიანური უფლებებიც კი ირღვევა.

მუშების ნაწილს საერთოდ არ გააჩნია სტატუსი, მცირე ნაწილი კი, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობს და მუშაობს ტაილანდში, უფრო მეტად თავისუფალია. მათ აქვთ მრავალი მცირე ბიზნესი, როგორებიცაა: რესტორანი, წიგნების მაღაზია, სალონი და ა.შ. თუმცა ისინი მაინც ცხოვრობენ მუდმივ შიშსა და დამცირებაში.

ტერიტორიას ტაილანდის პოლიციის დეპარტამენტი იცავს. მიგრანტებს ყოველთვიურად უწევთ “ხარკის” გადახდა ოფიცრებისთვის, რადგან თავი აარიდონ ციხეს. მაღაზიების მფლობელებს, რომლებსაც საბუთები არ აქვთ წესრიგში, უწევთ დაახლოებით 25 დოლარის გადახდა ყოველთვიურად. მუშები, ასევე, ხშირად ხვდებიან პოლიციის მსხვერპლი, მათ ბრალად უამრავი არალეგალური აქტივობა ედებათ, რის გამოც უწევთ ფულის გადახდა თავის დასახსნელად.

A Burmese Migrant Working Illegally In Saphan Pla Fish Market In Bangkok. He Sells Ice Blocks To Shrimp Packers

Burmese Migrant And Her Baby Daughter In A Tenement That Houses Burmese Workers In The Thai Fishing Industry

Burmese Migrant Walks In The Hallway Of The Tenement That Houses Burmese Workers In The Thai Fishing Industry In Samut Sakhon

Illegal Burmese Worker In Thailand

Burmese Illegal Migrants And Fishermen Cleaning Their Nets After Off-Loading The Previous Night's Catch At A Thai Fish Processing Factory

Saphan Pla Fish Market In Bangkok, Where Burmese Migrants Are Working Illegally

Tenements That House Burmese Workers In The Thai Fishing Industry In Samut Sakhon

Illegal Burmese Workers In Thailand

Illegal Burmese Crewman On A Thai Fishing Trawler Coming Back To The Port. He Loads Empty Containers Onto A Fishing Boat Docked In Mahachai, Samut Sakhon Province, Thailand

Tenements That House Burmese Workers In The Thai Fishing Industry In Samut Sakhon

Burmese Migrants Working Illegally At A Thai-Owned Shrimp Processing Plant In Samut Sakhon, Thailand

A Burmese Migrant Working Illegally At A Thai-Owned Shrimp Processing Plant In Samut Sakhon, Thailand

Tenements That House Burmese Workers In The Thai Fishing Industry In Samut Sakhon

Illegal Burmese Worker In Thailand

კომენტარები

კომენტარი