კულტურა

“მსოფლიო რესტორნების დაჯილდოების” ნომინატთა შორის კახეთში მდებარე “გიჟი ბროწეული” მოხვდა

Business Insider-ის ცნობით, სოფელ ტიბაანში მდებარე ჯონ ვურდემანის რესტორანი “გიჟი ბროწეული” მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

“მსოფლიო რესტორნების დაჯილდოების” (World Restaurant Awards) 11 კატეგორიაში, რომლებშიც ჯამში 28 ნომინატი დასახელდა, ერთ-ერთი ადგილი კახეთში მდებარე რესტორანს “The Crazy Pomegranate – გიჟი ბროწეული” ერგო.

რესტორანი 2016 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, ის ვურდემანის ღვინის მარნის თავზე მდებარეობს. რესტორანის გარშემო “ვარდისფერი რქაწითელის” ჯიშის ვენახია გაშენებული.

ჯონ ვურდემანი საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული მეღვინე და რესტორატორია. მის პროექტებს შორისა არის: “ვინო ანდერგრაუნდი”, “აზარფეშა” და “გიჟი ბროწეული.”

კომენტარები

კომენტარი