საშემსრულებლო ხელოვნება

ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი პირველ შვილს ელოდებიან

52 წლის მსახიობი, ვინსენტ კასელი და 21 წლის მოდელი, ტინა კუნაკი ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან.

ვინსენტ კასელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და მისი ორსული მეუღლე ბრაზილიაში, ბაიას სანაპიროზე იმყოფებიან.

საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ტინა კუნაკიმაც გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით ,,HAPPIEST NEW YEAR EVER #andifyoudontknownowyouknow”.

ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი 2016 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, ქორწილი კი 4 თვის წინ ჰქონდათ.

 

კომენტარები

კომენტარი