შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფედერიკა მოგერინი 2018 წლის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ მოვლენად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ასახელებს

„12 ამბავი, რომელიც 2019 წელს უნდა გავიყოლოთ“- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი 2018 წლის ღირშესანიშნავ მოვლენებს იხსენებს.

ჩამონათვალში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მოხვდა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

„ოქტომბერში პატივი მქონდა გამეხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში უძველესია. წლევანდელ ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმაზე საუბარი, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ, ევროპელებს, ჩვენს კულტურასა და იდენტობას,“ – წერს ფედერიკა მოგერინი.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმაზე პოპულარიზაცია გაეწია თითქმის ყველა სფეროს ქართული ხელოვნებიდან და კულტურიდან.

კომენტარები

კომენტარი