კულტურა

რა ხდებოდა “ფაბრიკაში” 2018 წელს?

მულტიფუნქციური სივრცე “ფაბრიკა” 2018 წელს აჯამებს და რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს.

2018 წელს ფარბიკამ უმასპინძლა 504 ღონისძიებას – გამოფენები, ფესტივალები, კონფერენციები, სამიტები, დაჯილდოვებები, წვეულებები, გიგები და უბრალოდ ღია თუ დახურული შეხვედრები.

Creative Education Studio-მ სტუდენტებს სხვადასხვა საინტერესო კურსი შეასწავლა და დაუღალავი შრომის შედეგად, CES-ის დიპლომი 420-მა კურსდამთავრებულმა აიღო.”

“ფაბრიკის” კედლებს 35-ზე მეტი ახალი ნახატი შეემატა Fabrikaffiti Urban Art Fest 2019-ის ფარგლებში.

მულტიფუნქციური სივრცე წელს უცხოელი სტუმრებისთვისაც აუცილებელი დანიშნულების ადგილი იყო და გარდა უამრავი ვიზიტორისა სუვენირებისთვის, საღამოს გასატარებლად თუ შეხვედრისთვის, 2018 წლის განმავლობაში Fabrika Hostel-მა 52,791 სტუმარი მიიღო.

თბილისში ინტერიერისა და ექსტერიერის გამწვანების მდგომარეობა მცირედით მაინც გააუმჯობესა ჩვენმა რეზიდენტმა Plant Shop-მა და 2018 წელს 10,000-ზე მეტი მცენარით გაამდიდრა თბილისი.
დამატებით, “ფაბრიკის” ეზოში კი 4-მა ხემ დაიდო ბინა.

“ფაბრიკის” ეზოში არსებულმა Photo Bus-მა კი 11,000 ფოტო დაბეჭდა.

 

კომენტარები

კომენტარი