ვიზუალური ხელოვნება

ლევან სონღულაშვილი სინგაპურის არტ რეზიდენციის გამარჯვებულია

ლევან სონღულაშვილი სინგაპურის არტ რეზიდენციის გამარჯვებულია. მან, აგრეთვე, რეზიდენციის მიერ ერთი ხელოვანისთვის გამოყოფილი გრანტიც მოიპოვა.

ხელოვანი 2019 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე იქნება რეზიდენციაში, სადაც თავის ახალ შემოქმედებით პროექტს შექმნის, რომლის ექსპოზიციაც გაზაფხულზე სინგაპურის გალერეაში მოეწყობა.

“ჩემთვის ევროპული კულტურა მშობლიურია. ნიუ-იორკში კი წლებია ვცხოვრობ და ქალაქის მულტიკულტურული, ქაოტური რიტმი შემოქმედებით ენერგიას მმატებს. თუმცა დიდ სულიერ თუ ემოციურ კავშირს განვიცდი აზიურ ცივილიზაციასთან, რომელთანაც საკომუნიკაციო ველი ლიტერატურითა თუ ხელოვნების სხვადასხვა ფორმით შემოიფარგლებოდა.

ბედნიერი ვარ, რომ აზიურ სამყაროში ჩემი პირველი ფიზიკური თავგადასავალი სწორედ სინგაპურით იწყება.” – განაცხადა ლევანმა “არტნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი