ვიდეოები

ვიდეო: ,,მის აფრიკას” დაჯილდოებისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა

,,მის აფრიკა 2018 წლის” გამარჯვებულს დაჯილდოებისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა. როგორც ვიდეოში ჩანს, 24 წლის კონგოელ მოდელს ცეცხლი პიროტექნიკური მოწყობილობის აფეთქებისას გაუჩნდა. საბედნიეროდ, მისი დახმარება მალევე შეძლეს და მოდელს დაზიანება არ მიუღია. ინციდენტის შემდეგ დაჯლდოება გაგრძელდა, – ამის შესახებ Daily Post-ი წერს.

სილამაზის კონკურში, რომელიც ქალაქ კალაბარში გაიმართა, გამარჯვებული – 24 წლის დორკას კასინდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას წარადგენდა.

შეგახსენებთ, რომ წელს ,,მის მსოფლიოსაც” არ ჩაუვლია ინციდენტის გარეშე. ამერიკელმა მოდელმა, ეშლი გრემმა, სცენაზე გასვლამდე ფეხი მოიტეხა.

 

კომენტარები

კომენტარი