კულტურა

2022 წელს Studio Ghibli-ის გასართობი პარკი იხსნება

იაპონურ ანიმაციურ სტუდია Ghibli-ს, რომელმაც სამყაროს ტოტორო, პრინცესა მონონოკე და სხვა უამრავი არაჩვეულებრივი ნამუშევარი აჩუქა, 2022 წელს საკუთარი გასართობი პარკი ექნება.

როგორც ცნობილია, პარკის მთავარი თემა ჰაიაო მიაძაკის 1988 წელს შექმნილი ანიმე “ჩემი მეზობელი ტოტორო” იქნება.

პარკი წელს ქალაქ ნაგაკუტეში გაიხსნება.

ჰაიაო მიაძაკი იაპონური ანიმაციური კომპანიის „სტუდიო გიბლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „გიბლის“ და მიაძაკის ნამუშევრები, მსოფლიოს საუკეთესო ანიმეებადაა აღიარებული.

გთავაზობთ პარკის არქიტექტურის ზოგიერთ ფოტოს:

კომენტარები

კომენტარი