ვიდეოები კინო

ვიდეო: როგორ იცვლებოდა წარმოდგენები ქალის სილამაზეზე საუკუნებიის განმავლობაში

რეჟისორმა ანა გინზბურგმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,რა არის სილამაზე”, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის აღქმა საუკუნეების განმავლობაში. რეჟისორის თქმით, ერთადერთი რამ, რაც უცვლელია, ქალებზე ზეწოლაა, იძულება, რომ ისინი ფიგურის იდეალებს შეესაბამებოდნენ.

,,ჩემს პატარა დას ანორექსია აქვს, – ამბობს რეჟისორი გამოცემა It’s Nice That-თან მიცემულ ინტერვიუში, ახლა საავადმყოფოშია და ზონდის საშუალებით იკვებება. 20 წლისაა და 12 წლიდან ავადაა. ბოლო 8 წლის განმავლობაში მისმა ტანჯვამ მაიძულა, მეფიქრა სილამაზის დასავლურ იდეალებსა და ჩვენს კულტურაში ქალის მზარდ ობიექტივაციაზე”.

რეჟისორმა ამ პატარა ვიდეოთი გადაწყვიტა, შეეხსენებინა ყველა ქალისთვის, რომ მისი სხეული რომელიმე საუკუნის იდეალს შეესაბამება. მისი, თქმით ლურჯი ფერი, რომელიც ფილმის მთავარი ფერია, ქალურობასთან ასოცირდება ჯერ კიდევ ანტიკური ხელოვნებისა და იკონოგრაფიიდან მოყოლებული.

 

კომენტარები

კომენტარი