კინო ლიტერატურა

ბარაკ ობამამ 2018 წლის საუკეთესო და საყვარელ წიგნად მიშელ ობამას ,,Becoming” დაასახელა

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 2018 წლის კულტურული მოვლენები შეაჯამა.

წლის ყველაზე საყვარელ წიგნად მეუღლის, მიშელ ობამას ,,Becoming” დაასახელა.  ავტობიოგრაფიული წიგნი აშშ-ში 2018 წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად დასახელდა.

,,Becoming” ეხება მიშელ ობამას ცხოვრებას: ბავშვობას, გზას ღარიბი სამხრეთი ჩიკაგოდან თეთრ სახლამდე. წიგნში აღწერილია, აგრეთვე, მისი ცხოვრების პიკანტური დეტალებიც.

ბარაკ ობამამ წლის საუკეთესო ფილმებიც დაასახელა. სიაში მოხვდნენ ისეთი ფილმები, როგორებიცაა: რეჟისორ ალექს გარლენდის ,,Annihilation”, სპაიკ ლის ,,BlacKkKlansman” და ,,Manbiki kazoku”, რაიან კუგლერის ,,Black Panther” და სხვები. ობამამ საუკეთესო ფილმებს  შორის ბრიტანელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის ,,სტალინის სიკვდილიც” დაასახელა.

 

კომენტარები

კომენტარი