არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

10 საუკეთესო ფაქტი, რომელიც 2018 წელს ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში მოხდა

2018 წელი სულ რაღაც ორ დღეში მიიწურება. ქართული და საერთაშორისო პრესა, სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანო, სახელოვნებო სივრცეები, ოჯახები, შეყვარებულები და მარტოსული ადამიანები ჩართულები არიან წლის შეჯამებაში. ამგვარად, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ არ ჩამოვრჩენილიყავით ტენდენციას და წარმოგვედგინა, ჩვენი აზრით, 10 საუკეთესო ფაქტი, რომელიც 2018 წელს ქართულ ხელოვნებასა თუ კულტურაში მოხდა.

როდესაც ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში მომხდარ საუკეთესო ამბებს ვიხსენებთ, რაღა თქმა უნდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმაზე პოპულარიზაცია გაეწია თითქმის ყველა სფეროს ქართული ხელოვნებიდან და კულტურიდან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა-ის სურათის შედეგი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წლის აღიარებად შეაფასა ის, რომ იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა მიღებული.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

Image may contain: text

საქართველოში გაიმართა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც  “კინოს სახლმა” და “ამირანმა” უმასპინძლეს. ფესტივალის ფარგლებში, კინომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ დიდ ეკრანებზე ენახათ ახალი ფილმები, რომლებსაც უკვე უამრავი ჯილდო ჰქონდათ მიღებული. მათ შორის, უმეტესი მათგანი წარდგენილია ოსკარის ნომინაციაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვია 24 ავტორი 21 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. ლიტერატურის მკითხველს, აგრეთვე, შესაძლებლობა ჰქონდა, გაეცნო ჩარლზ ბერნშტაინი და მოესმინა მისთვის.

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი-ის სურათის შედეგი

საერთაშორისო ფესტივალებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 2018 წელს უკვე მეათედ ჩატარდა და, ტრადიციულად, ქართულ სპექტაკლებსა და საერთაშორისო პროგრამას აერთიანებდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პროექტი კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის მუდმივად ლიდერობს. ფესტივალს 80-ზე მეტი სტუმარი ეწვია, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალს, თეატრსა და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენდნენ.

წელს ფესტივალმა უმასპინძლა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: მიხეილ ბარიშნიკოვი, თაიგერ ლილიზ, ცირკი ელუაზი, თალია თეატრი ნინო ხარატიშვილის ეპოქალური რომანით მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის) და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო ფორმის წარმოდგენებს.

დაკავშირებული სურათი

საქართველომ მოდის სფეროშიც განიცადა პროგრესი. 2018 წელს არაერთი მოდის კვირეული ჩატარდა წარმატებით თბილისში, თუმცა ცხადია, რომ  ეს სფერო და, ზოგადად, 2018 წელი ზუგდიდელი დიზაინერის, დემნა გვასალიას გარეშე არ ჩაივლიდა.

დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის  კოლექცია წარადგინა, რომლის მთავარი თემაც საქართველო იყო. კოლექციას SS19 ერქვა და მასში სამოსი შემდეგი წარწერებით ჭარბობდა: “საქართველო და უფალო, შეგვიწყალენ”.

ეს ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური და პოპულარული კოლექცია გახდა Vetements-ის ისტორიაში.

vetements უფალო-ის სურათის შედეგი

2018 წელს თბილისმა საერთაშორისო ხელოვნების ფორუმსაც უმასპინძლა.

,,საჩუქარი” – ასე ერქვა ფესტივალს, რომელმაც საშუალეა მოგვცა გავცნობოდით სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ქორეოგრაფიას, ლიტერატურას, დრამატურგიას და, ზოგადად, სასცენო მხატვრობასა და მხატვრულ ესთეტიკას.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან იმართება საქართველოში. როგორც ფესტივალის სამხატვრო ხელძღვანელი ქეთი დოლიძემ “არტნიუსთან” საუბარში განაცხადა, ფესტივალის  მთავარი მიზანია ქართველ მაყურებელს მაღალი დონის, პროგრესული, დახვეწილი ნაწარმოებები აჩვენოს.

ქართული ხელოვნება და კულტურა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალების გარეშე. Check In Georgia 2018-ის ფარგლებში, ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართა. 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავდა სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოგის ქვეშ ჩატარდა. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

echowaves-ის სურათის შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი ფორმითა და შინაარსით რიგით მე–9 ფაქტი ნაკლებად პოზიტიურია, უდავოდ იმსახურებს ამ სტატიაში ყოფნას. 12 მაისის მოვლენები ერთ–ერთ ყველაზე გარდამტეხ მოვლენებად იქცა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიაში. ელექტრონულმა მუსიკამ სისტემის წინააღმდეგ უამრავი არტისტი და ელექტრონული მუსიკის მოყვარული გააერთიანა, რამაც მეტ–ნაკლებად შეცვალა არსებული სოციალური რეალობა და ხელოვნებასა და ცეკვას პროტესტის ფორმა შესძინა.

27 მაისს კლუბ “ბასიანზე” გაიმართა ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეივ–აქცია, რომელიც ერთი მხრივ, გამარჯვების აღსანიშნავი იყო, მეორე მხრივ კი სოლიდარობასა და ბრძოლას სიმბოლიზირებდა.

bassiani gallery protest-ის სურათის შედეგი

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა ახლახან გამოაცხადეს იმ არქიტექტურული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის პრიზს მიიღებენ – Mies Van Der Rohe–ს ჯილდოს. ეს უკანასკნელი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი პრიზია თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში.

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ამ ჯილდოზეა წარდგენილი, 8 ქართული შენობაც მოხვდა, მათ შორის გახლავთ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე „ბლექ სი არენა“. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა

ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველო ვიზუალური ხელოვნების მხრივაც გამოირჩეოდა. გაიმართა უმნიშვნელოვანესი გამოფენები და პერფორმანსები, მაგალითად,  ლევან სონღულაშვილის “სტიქსი”; “სინესთეზია”, თბილსის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი. აგრეთვე, აღსანიშნავია FLAMENGO-ს ღონისძიება, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზს ემსახურებოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც TAF და Oxygen TNF იყო.

17 მაისიდან 20 მაისამდე  “Stamba Hotel-ის” სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, პირველსა და მეოთხე სართულებზე მიმდინარეობდა გამოფენა, სახელწოდებით Oxygen Tbilisi No Fair.

გამოფენა არაკომერციული ორგანიზაცია Propaganda.Network-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს შეიქმნა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის.

ამის საპირისპირო კონცეფციას ატარებდა თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომელიც Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვა, ანალოგიურად, 17-20 მაისს გამოფენების „ცენტრ ექსპო ჯორჯია“-ში მიმდინარებოდა.

3–დღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი იღებდა მონაწილეობას.

 

 

კომენტარები

კომენტარი