ვიზუალური ხელოვნება კინო ლიტერატურა საშემსრულებლო ხელოვნება

10 ცნობილი ადამიანი, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა

2018 წელს მსოფლიომ ძალიან ბევრი გამორჩეული, ყველასთვის ცნობილი ადამიანი დაკარგა. მათ შორის იყვნენ: შარლ აზნავური, ნენსი უილსონი, ბერნარდო ბერტოლუჩი, არეტა ფრანკლინი, ფილიპ როთი და სხვები.

გავიხსენოთ 10 ცნობილი ადამიანი, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა:

შარლ აზნავური (1924-2018)

სომხური წარმოშობის საფრანგეთში მოღვაწე მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 180 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული, გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში, დაწერილი აქვს 1600-მდე სიმღერა.

ნენსი უილსონი (1937-2018)

ჯაზის ამერიკელი შემსრულებელი ნენსი უილსონი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს 70 ალბომი აქვს ჩაწერილი და სამი გრემის მფლობელია. მომღერალს რამდენიმე მეტსახელი აქვს, მათ შორის, “ტკბილი ნენსი”, “ბავშვი”, “ლამაზი მისს ნენსი”,  “გოგონა თაფლით დაფარული ხმით” და სხვა. მომღერალმა გრემის პირველი ჯილდო 1964 წელს, ალბომისთვის ‘How Glad I Am’ მიიღო.

ბერნარდო ბერტოლუჩი (1941-2018)

იტალიელი კინორეჟისორი, მწერალი და აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, იგი სიმსივნით იყო დაავადებული.

სტენ ლი (1922-2018)

ლეგენდარული სტენ ლი, რომელიც მარველის კომიქსებს ქმნიდა, 95 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სტენ ლიმ და ჯეკ კირბიმ კომპანია Marvel Comics-ი 1961 წელს დააფუძნეს. მათი შემოქმედება „ფანტასტიკური ოთხეულით“ დაიწყო. მათ შექმნეს ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორიცაა „ადამიანი ობობა“, „იქს-ადამიანები“, „რკინის კაცი“, „ჰალკი“.

მონსერატ კაბალიე (1933-2018)

ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე, რომლის დუეტიც ფრედი მერკურთან 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ხელწერა გახდა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კარიერა 50 წელს მოიცავს.

არეტა ფრანკლინი (1942-2018)

სოულის დედოფლის არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში, დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლოს დროს ძალიან მძიმე იყო. მას 2010 წელს სიმსივნე დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, ელტონ ჯონის მიერ დაარსებული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა.

ფილიპ როთი (1933-2018)

ამერიკელი მწერალი ფილიპ მილტონ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. The New York Time-ს როთის ახლო მეგობარმა უთხრა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

30-ზე მეტი წიგნის ავტორს საყოველთაო აღიარება “მშვიდობით, კოლუმბუს”-მა და “პორტნოის სინდრომმა” მოუტანა. რომანისთვის “ამერიკული პასტორალი” კი, ფილიპ როთმა პულიცერის პრემია მიიღო. იგი, აგრეთვე, ბუკერის პრემიის ლაურეატი იყო.

ტომ ვულფი (1931-2018)

ამერიკელი ავტორი, ტომ ვოლფი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტომი თავისი ფილმებით, The Right Stuff და Bonfire of the Vanities არის გამორჩეული.

სტეფან ოდრანი (1932-2018)

ცნობილი ფრანგი მსახიობი სტეფან ოდრანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტეფან ოდრანი თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა, მაგალითად: “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი”, “ბაბეტის ნადიმი”, “დიდი წითელი ერთეული” და ა.შ.

ფრანგმა მსახიობმა მთავარი როლი პირველად შეასრულა ფილმში, სახელად “ბიძაშვილები”, რომელიც მისმა მეუღლემ, კლოდ შაბროლმა გადაიღო. სწორედ აქედან დაიწყო მისი პოპულარობა.

ჰიუ მასეკელა (1939-2018)

სამხრეთაფრიკული ჯაზის ლეგენდარული მუსიკოსი და კომპოზიტორი ჰიუ მასეკელა (Hugo Masakela)  78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰიუ მასაკელამ მსოფლიო აღიარება თავისი გამორჩეული აფრო-ჯაზის ბგერებით მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი