ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის, “შემოდგომის ლეგენდა” საიუბილეო – მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

I ადგილი – თეკლა ერემეიშვილი (თსუ)
II ადგილი – ლილი ფულარიანს (GIPA)
III ადგილი – ცოტნე ავსაჯანიშვილს (ილიაუნი).

წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტი შემოდგომის დასაწყისში გაიმართა და გასული წლების გამარჯვებულების და ლიტერატურული ჟიურის წევრების მონაწილეობით ჩატარდა. კონკურსის სხვადასხვა წლების პირველადგილოსნებმა ჟიურის წევრებისთვის იმპროვიზაციულ ტურში თემად “ლაზარეთი” შეარჩიეს, ხოლო ლიტერატურულმა ჟიურიმ ახალი ნაშრომების შესაქმნელად მონაწილეებს თემად “ოფლაინი” შესთავაზა.

დაჯილდოების საღამოზე ლიტერატურული ექსპერიმენტის ორი გამარჯვებული გამოვლინდა – დავით გორგილაძე და ლევან გიგინეიშვილი, რომლებიც 1000-1000 ლარს მიიღებენ. ყველა ნაშრომმა საიუბილეო კრებულში მოიყარა თავი, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოებაზევე შედგა.
ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი 2009 წლიდან ტარდება.

კომენტარები

კომენტარი