ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ვიდეო: არტ-გენზე აცეკვებული ილიკო სუხიშვილი

უბრალო მოძრაობებში, რითმში და სილაღეში ქართული სული ჩანს. გენიალურობა იმაშია, რომ თითქოს არაფრისგან ზეიმს ქმნიან… აღტაცებული, სულშეგუბებული უყურებ და ბედნიერი ხარ… ქართული ცეკვის ეს მისია, გამოხატოს საკუთარი თავი, ისტორია, კულტურა და ეთნოსი – შესრულებულია. ყველას “თავისი” სუხიშვილები უყვარს და ყველაფერ ახალისადმი ეჭვის თვალით შეხედვა გვჩვევია ქართველებს – ალბათ, სიფრთხილის გამო, რომ არ დავკარგოთ ძველი. სიახლე აუცილებელია ქორეოგრაფიული ლექსსიკისთვის (მოძრაობისთვის) და ფოლკლორული აზროვნების განვითარებისთვის. სუხიშვილები, როგორც მოვლენა ქართულ ქორეოგრაფიულ კულტურაში, ახერხებს ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას და ჩვენ, მაყურებელს რა დაგვრჩენია?დავტკბეთ ამ უდიდესი სანახაობით, რასაც უწყვეტი ტაშით შემკული გენია ჰქვია და რომელსაც გადაშენება არ უწერია!

სტატია Artinfo Georgia-ს და ფოლკლორული გვერდის Chub1na.ge ერთობლივი პროექტის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი