ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

კულტურის სამინისტრომ ხელოვანები დააჯილდოვა

26 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ მხატვრები ზურაბ გაბუნია, თინათინ კლდიაშვილი, შალვა მატუაშვილი, ალექსანდრე მოსიაშვილი და თამაზ ხუციშვილი.

საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის სახელით, მხატვრებს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი