კულტურა ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი იქნება

ჩვენ მივიღეთ მიწვევა ფრანგული მხარისგან და მივეცით თანხმობა, რომ საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ამ მხრივ წარმატებული გამოცდილება იყო.  „ანბანით მოთხრობილი ამბავი“ მილიარდ მომხმარებლამდე მივიდა და მას 35 მილიონი ევროს ღირებულების გაშუქება ჰქონდა მხოლოდ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რაშიც საქართველოს ერთი თეთრიც არ გადაუხდია.

„საქართველომ ჩაატარა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება საზღვრებს გარეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში: 450-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა 40-მდე გერმანულენოვან ქალაქში, 70-ზე მეტმა მწერალმა იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქში, გამოიცა ძალიან ბევრი წიგნი“, – განმარტა მედეა მეტრეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი