საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

EXO-ს წევრებს კონცერტზე დემნა გვასალიას მაისურები – “უფალო შეგვიწყალენ” და “საქართველო” – ეცვათ

სამხრეთ კორეული ჯგუფის, EXO-ს წევრები კონცერტზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ტანსაცმლით გამოჩნდნენ. ერთ-ერთი წევრს, სეუნს საქართველოს დროშიანი მაისური, ქართული წარწერით – “საქართველო” ეცვა, ხოლო ჩანიოლის კი – მაისური, ასევე ქართული წარწერით – “უფალო შეგვიწყალენ”.

არსებობს ეჭვი, რომ ბალენსიაგა უშუალოდ ჯგუფის სპონსორია, რადგან EXO-ს წევრები არაერთხელ გამოჩენილან სცენაზე ბრენდის ტანსაცმლით. მარტში გამართულ კონცერტზე უკლებლივ ყველა წევრს ბალენსიაგა ეცვა.

მოდის ჟურნალის Vogue აზრით, სამხრეთ კორეული ბენდი შესაძლოა ყველაზე მოდურ ჯგუფადაც კი მივიჩნიოთ.

მსოფლიოში ცნობილი K-Pop ბენდი EXO მუსიკალური სტუდია SM Entertainment-ის მიერ შექმნილი ჯგუფია. ის 9 წევრისგან (Suho, Kai, Lay, Chen, D.O, Chanyeol, Xiumin, Beakhyun, Sehun) შედგება.

კომენტარები

კომენტარი