შემოქმედებითი ინდუსტრიები

რომის პაპმა საჩუქრად #ნანოიესო მიიღო – ქრისტეს შობის სცენა, რომელიც ადამიანის უჯრედზე პატარაა

ვილნიუსელი მეცნიერების ჯგუფმა ისეთი რამ შექმნა, რაც შიშველი თვალისთვის უხილავია: ქრისტეს შობის სცენა, რომელიც ზომით ადამიანის უჯრედზე პატარაა. პროექტს სახელად #nanojesus (ნანოიესო) ჰქვია. ის უკვე გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე პატარა შობის სცენა მსოფლიოში. ლაზერული ნანოტექნოლოგიით დამზადებული აქსესუარი ლიეტუვის პრეზიდენტმა საჩუქრად რომის პაპს გადასცა.

ამ დროისთვის, “ნანოიესოს” მხოლოდ ხუთი ეგზემპლარი არსებობს.

ლიეტუვა ლაზერის ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს ექსტრაორდინალური პროექტი მიზნად ისახავდა მსოფლიოსთვის გაეგზავნა მესიჯი ლიეტუვაში არსებულ შესაძლებლობებსა და იქაური მეცნიერების მიღწევებზე. ამავდროულად, ხაზი გაესვა ვილნიუსის ჰარმონიული კულტურული არსისთვის. ვილნიუსი სულიერად და ტექნოლოგიურად ღია ქალაქია.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი