სტილი, დიზაინი

“კოჭის შარფი” – კიდევ ერთი ტრენდი ზამთარში

რატომ უნდა დაივიწყოთ მოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცივი ზამთარი მოდის?

თუ ხშირად ატარებთ კოჭს ზემოთ აკეცილ შარვალს, გერმანული გამოგონება თქვენთვისაა. იმის მაგივრად, რომ ზამთრის სუსხის გამო გრძელი ან ჩამოკეცილი შარვლები მოიმარაგოთ, თქვენ შეგიძლიათ “კოჭის შარფები” გამოიყენოთ.

“კოჭების გამოჩენა საკმაოდ ხშირი ტრენდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში” – აცხადებენ შემქმნელები.

“რაც უფრო დაბლა იწევს ტემპერატურა, ამ ტენდენციის მიმდევრებს უწევთ, უარი თქვან მასზე”.

2018-19 წლის ზამთარში არაერთი თემატური აქსესუარი გამოჩნდა. ზემოხსენებული პროდუქტი ერთ-ერთია ისეთ აქსესუარებს შორის, როგორებიცაა: “ცხვირის მათბობელა” და წვერის ნათურები.

კომენტარები

კომენტარი