შემოქმედებითი ინდუსტრიები

5 ყველაზე უცნაური ნაძვის ხე მსოფლიოში

ნაძვის ხის საშობაო ტრადიცია ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. ევროპელები მარადმწვანე ხეს უსასრულო ცხოვრების სიმბოლოდ აღიქვამდნენ.

ბევრი ოჯახი ხეს სახლში ავი სულებისგან დასაცავად დგამდა.

თანამედროვე ნაძვის ხე უფრო მეტად რენესანსის პერიოდს მიეწერება. ამბობენ, რომ მანათობელი სანთლებით მორთული ნაძვი პირველად პროტესტანტმა რეფორმატორმა, მარტინ ლუთერმა გამოიყენა დეკორაციად.

სამწუხაროა, რომ ლუთერი ვერ მოესწრო ჩვენს თანამედროვე სამყაროს, სადაც მისი გამოგონება სულ უფრო და უფრო პოპულარული და აღმაფრთოვანებელი ხდება.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 უცნაურ დეკორატიულ ნაძვის ხეს, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან:

The Legoland Christmas Tree in Carlsbad,  California | Not all Christmas trees are glittering, light-filled pines. Some are made of chainsaws or sand. Others are towering collections of skis and tumbleweeds. Read on for the world’s strangest Christmas trees.

ლეგოლენდის საახალწლო ნაძვის ხე, კალიფორნია

კალიფორნიაში, კერძოდ კი ლეგოლენდში, 245 000 მწვანე ფიგურისგან 30 ფუტის სიმაღლის ნაძვის ხე ააწყეს. მის ქვეშ კი ლეგოს ირემსა და სანტასაც წააწყდებოდით.

The Sand Tree in West Palm Beach,  Florida | Not all Christmas trees are glittering, light-filled pines. Some are made of chainsaws or sand. Others are towering collections of skis and tumbleweeds. Read on for the world’s strangest Christmas trees.

პალმ ბიჩის ქვიშის საახალწლო ხე, ფლორიდა

სახალწლო ხე, სახელად Sandi, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მთლიანად ქვიშით გახლავთ აგებული. ის 600 ტონას იწონის და თითქმის 35 ფუტის სიმაღლისაა.

The Traffic Light Tree in London,  England | Not all Christmas trees are glittering, light-filled pines. Some are made of chainsaws or sand. Others are towering collections of skis and tumbleweeds. Read on for the world’s strangest Christmas trees.

შუქნიშნების ხე, ლონდონი

საგზაო შუქნიშნებით აწყობილი ხე 1998 წელსაა შექმნილი, მისი ავტორი ფრანგუ სკულპტორი პიერ ვივანტია. ორიგინალური საახალწლო ხე 26 ფუტის სიმაღლისაა და 75 კომპიუტერულად ოპერირებად შუქნიშანს მოიცავს.

მისი პირდაპირი დანიშნულება საახალწლო დეკორაცია არ ყოფილა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს თვისებაც შეიძინა.

The Ski Tree in Telluride,  Colorado | Not all Christmas trees are glittering, light-filled pines. Some are made of chainsaws or sand. Others are towering collections of skis and tumbleweeds. Read on for the world’s strangest Christmas trees.

თხილამურის ხე, კოლორადო

2013 წელს შექმნილი ეს სკულპტურა ადგილობრივ მეტალ-არტისტს, ანტონ ვარდს ეკუთვნის. თხილამურებისგან შექმნილი ნაძვის ხე, რომელიც პირველი და ერთადერთია მსოფლიოში, 17 ფუტის სიმაღლისაა. იგი შედგება შეწირული თხილამურებით, თავზე კი თხილამურის ჯოხებით შექმნილი ვარსკვლავი ადგას.

The Holographic Christmas Tree in Amsterdam,  Netherlands | Not all Christmas trees are glittering, light-filled pines. Some are made of chainsaws or sand. Others are towering collections of skis and tumbleweeds. Read on for the world’s strangest Christmas trees.

ჰოლოგრაფიული ხე, ამსტერდამი

პირველი ჰოლოგრაფიული ხე ამსტერდამში, ნიდერლანდებში დაინსტალირდა 2013 წლის დეკემბერში Rijksmuseum ის ატრიუმში. 24 ფუტის სიმაღლის საშობაო ნაძვის ხე ფიზიკურად ხეს ნამდვილად არ წარმოადგენს: ის ჰოლოგრამულია. ბიმბრაზერსების მიერ შექმილი ნაძვის ხე მნახველების თავზე ტრიალებს 360 გრადუსით, იცვლის ფერებს და ქარში არ ირხევა.

კომენტარები

კომენტარი