სტილი, დიზაინი

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე დემ­ნა გვა­სა­ლი­ას პლა­გი­ატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ცქვი­ტი­ნი­ძე ამ­ბობს, რომ კაბა, რო­მე­ლიც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კოლექ­ცი­ა­შია და რომ­ლი­თაც მი­შელ ობა­მა გა­მოჩ­ნდა, მისი დი­ზა­ი­ნით 2017 წელს შე­იქ­მნა.

“ისა­და, ვინც ჩემ­თან ვერ მო­ას­წა­რით შე­ძე­ნა ამ კა­ბის 2017, შე­გიძ­ლი­ათ ბა­ლენ­სი­ა­გა­ში შე­ი­ძი­ნოთ, ამ ზა­ფხულს მე ყვი­თე­ლის გა­კე­თე­ბას არ ვგეგ­მავ” – წერს ცქვი­ტი­ნი­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე”.

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის – Becoming – “ტურნეს” დასკვნით წარდგენაზე, კერძოდ კი, Sex And The City-ის ვარსკვლავ სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში ბალენსიაგას ჩექმითა და კაბით წარდგა.

ზემოთ ხსენებული ბრჭყვიალა ჩექმა ძველი კოლექციიდანაა და 4000$ ღირს, ყვითელი კაბა კი 2019 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ, ის ჯერ გაყიდვაში არ ჩაშვებულა.

კომენტარები

კომენტარი