სტილი, დიზაინი

მიშელ ობამამ დემნა გვასალიას ჩექმა და კაბა მოირგო (ფოტომასალა)

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის – Becoming – “ტურნეს” დასკვნით წარდგენაზე, კერძოდ კი, Sex And The City-ის ვარსკვლავ სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში ბალენსიაგას ჩექმითა და კაბით წარდგა.

ზემოთ ხსენებული ბრჭყვიალა ჩექმა ძველი კოლექციიდანაა და 4000$ ღირს, ყვითელი კაბა კი 2019 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ, ის ჯერ გაყიდვაში არ ჩაშვებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტანისამოსი და ფეხსაცმელი უშუალოდ ქართული წარმოშობის დიზაინერის, დემნა გვასალიას ხელწერითაა შექმნილი, რომელიც, მოგეხსენებათ, მოდის უახლესი ამომავალი ვარსკვლავია. ის 2018 წლის მოდის დაჯილდოებაზე საუკეთესო აქსესუარის დიზაინის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

Obama sports $4,000 glittery thigh-high Balenciaga boots as she greets Sarah Jessica Parker

კომენტარები

კომენტარი