ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იხსნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად, 21,22, 23 დეკემბერს გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მის: თბილისი, გუდიაშვილის 7).

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 21 დეკემბერს ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ტრადიციულად ამჯერადაც დააჯილდოებს წლის ბესტსელერ გამოცემებს შემდეგ ოთხ ნომინაციაში:

  1. თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი;
  2. ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი;
  3. საბავშო წიგნი;
  4. Nonfiction (დოკუმენტური პროზა).

გარდა, ამ ოთხი ნომინაციისა, ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ასევე, დაჯილდოვდება სამი ადამიანი ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან „პალიტრა მედია“ და „ტაბულა“.

კომენტარები

კომენტარი