ლიტერატურა

გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები” ჩინურ ენაზე გამოიცა

ამიერიდან, გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები” შეგიძლიათ ჩინურ ენაზე წაიკითხოთ.

ზემოთხსენებული წიგნი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ანა გოგუაძის მიერ ითარგმნა და გამომცემლობა China Translation & Publication House-ის მიერ გამოიცა.

“თუ ბავშვობა მართლა იქ მთავრდება, როცა ლოგინის ქვეშ შეხედვის აღარ გვეშინია, მაშინ ფანჯრიდან უნდა მოვისროლო ჩემი საწოლი – თქვა ერთხელ თომამ, ეცადა კიდეც, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ვერ მოერია. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და მერე გაბრაზებული იატაკზე გაიშოტა” – ასე იწყება კეკელიძის წიგნი, რომელიც 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ჯუჯა თომაზე შექმნილ ზღაპრებს აერთიანებს.

 

კომენტარები

კომენტარი