შემოქმედებითი ინდუსტრიები

რა ეტაპზეა ვორქშოპი ამბის თხრობაში ანუ Storytelling-ი?

17, 18 და 19 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზებით, მიმდინარეობს ვორქშოფი ამბის თხრობაში.

“მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა, საქართველოს წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, ეს არის გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის ერთგვარი გაგრძელება და გამომცემელთა ასოციაციისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტი, რომელიც ამჯერად უკვე საქართველოში ხორციელდება.” – წერია GPBA-ს ფეისბუქის გვერდზე.

პროექტი ითვალისწინებს ფოტოგრაფების, ილუსტრატორების, გრაფიკული დიზაინერებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას.

ვორქშოფის მონაწილეებს მასტერკლასს უტარებენ მწერალი და დრამატურგი დავით გაბუნია, ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელი ჰენრიკ ჰელიგე.

კომენტარები

კომენტარი