არქიტექტურა, არქეოლოგია

გაიგე: რომელი რვა ქართული შენობაა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზე წარდგენილი

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა ახლახან გამოაცხადეს იმ არქიტექტურული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის პრიზს მიიღებენ – Mies Van Der Rohe–ს ჯილდოს. ეს უკანასკნელი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი პრიზია თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში.

Mies Award–ის ვებგვერდი განმარტავს: „ჯილდოს მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ხარისხისა და თავად არქიტექტურის მნიშვნელობის შესახებ, ტექნოლოგიური, სამშენებლო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ესთეტიკური კუთხით. არქიტექტურას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სამშენებლო ბაზარს, სოციალური ცვლილების მოხდენა შეუძლია და კულტურული მესიჯის მატარებელია, ხოლო ხარისხი განსაზღვრავს შენობის უნივერსალურ ფასეულობებს: საგნების შინაარსს, ვიდრე მათ ფორმალურ დანიშნულებას.

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ამ ჯილდოზეა წარდგენილი, 8 ქართული შენობაც მოხვდა, მათ შორის გახლავთ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე „ბლექ სი არენა“. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა.

ჟიური გამარჯვებულს 2019 წლის 7 მაისს, ბარსელონაში დაასახელებს.

სასტუმრო მოქსი თბილისი

ფოტო: იური მეჩითოვი

ბლექ სი არენა

ფოტო: ზოი ბრაუნი

დარბაზი ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის

ფოტო: დავით გიორგაძე

ფაბრიკა

ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo LAB.

განახლებული შენობა დეზერტირების ბაზრისთვის

ფოტო: გიორგი გოგუა

თბილისი პარკ ჰოტელი

ყავის ქარხანა

ფოტო: გიორგი ხმალაძე

ჭაჭის ცერემონიის პავილიონი

ფოტო: იური პალმინი

 

 

კომენტარები

კომენტარი