საშემსრულებლო ხელოვნება

მსოფლიოში ცნობილი ფოლკლორული შემსრულებლები საქართველოში კონცერტს გამართავენ

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena” წელს უკვე მეორედ  საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი  3 სექტემბერს გაიმართება.

ორგანიზატორები სტუმრებს  მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ –  როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.

ცნობილია, რომ უცხოელ სტუმრებს შორის იქნება ესპანეთიდან მოწვეული ფლამენგოს გუნდი – „ლა მონეტა“. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგებიან უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და იტალიიდან მოწვეული ხელოვანები.

ფესტივალის საკონცერტო პროგრამა ასევე აქტიურადაა დატვირთული ქართულო პოლოფინიისა და ტრადიციული ცეკვის ნომრებით, რომელსაც სხვადასხვა რეგიონის ანსამლები შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი