კინო კულტურა

BASSIANI-ის შესახებ NTR-მ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

NTR-მ BASSIANI-ს შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო და საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა.

ვიდეო ცნობილი ფესტივალის AMSTERDAM DANCE EVENT ტრადიციული პანელური დისკუსიის ფარგლებში მომზადდა.

სიუჟეტში კლუბის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი და ქვიარ აქტივისტი გიორგი კიკონიშვილი მონაწილეობენ.

ფილმში საუბარია კლუბის როლზე ქვიარ ადამიანების ემანსიპაციაში და 12 მაისის მოვლენებზე.

“კლუბში მოდიან სხვადასხვა სოციალური ფონისა და ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანები და ერთობიან ერთად. ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ კლუბის საცეკვაო მოედანი ებრძვი ჰომოფობიას, სექსიზმსა და რასიზმს. მე მინახავს ბევრი ცხოვრებისეულად შეცვლილი ერთ ღამეში” – ამბობს გიორგი.

ნაჯა ორაშვილის თქმით, ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ ბასიანის წინააღმდეგ:

“ეს იყო ახალგაზრდა თაობის, იმ თავისუფალი თაობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოეტანა ცვლილებები, მათი მცდელობა დაშინებას ჰგავდა, მაგრამ ეს ის თაობა არ არის, რომელსაც სისტემა დააშინებს”

კომენტარები

კომენტარი