შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსთავში კლუბი METALURGIA იხსნება

1 დეკემებერს, რუსთავში, ახალი სივრცე იხსენება, რომელიც კვირაში ერთხელ ელექტრონული მუსიკის მსმენელებს უმასპინძლებს.

METALURGIA-ს თანადამფუძნებელი, 25 წლის თორნიკე ქირიაა.

გახსნაზე სტუმრებისათვის BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი HAMATSUKI დაუკრავს. მასთან ერთად, სცენას არტისტები FREQUENCY SHIFTER, TORNIKE GOGORISHVILI, NODYGE და SHOTICK გაიყოფენ.

მიწისქვეშა METALURGIA რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, ბარ „თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ მის წარმომადგენლებს ეკუთვნის რუსთაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ამ სახის სივრცის შეთავაზების იდეაც.

კომენტარები

კომენტარი