სტილი, დიზაინი

გუჩი, დემნა გვასალია და ვირჯილ აბლო 2018 წლის მოდის დაჯილდოების მთავარი პრიზიორები არიან

ორშაბათს, როიალ ალბერტ ჰოლში, ლონდონში ბრიტანეთის მოდის საბჭომ ცნობილი ადამიანები, მოდელები, მოდის “მაღალჩინოსნები” ერთად შეკრიბა, რათა 2018 წლის მოდის ჯილდოს გამარჯვებულები წარედგინა.

დაჯილდოებაზე ისეთი სახელები გაისმა, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში, ალბათ, ხშირად გაიგებდით, ესენია: კაია გერბერი, რიჩარდ ქვინი, დემნა გვასალია და სხვები.

წლის აქსესუარების ნომინაციაში ქართული წარმოშობის დიზაინერმა, დემნა გვასალიამ გაიმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გუჩიმ ორი ნომინაციისთვის მოიპოვა პრიზი, ესენია: წლის ბრენდი და წლის CEO – მარკო ბიზარი.

“არტნიუსი” გთავაზობთ 2018 წლის მოდის ჯილდოს გამარჯვებულების სრულ სიას:

აქსესუარის დიზაინი: დემნა გვასალია

წლის ბრენდი: გუჩი

წლის ბრიტანელი დიზაინერი – მამაკაცის ტანსაცმელი: კრეიგ გრინი (Craig Green)

წლის ბრიტანელი დიზაინერი – ქალის ტანსაცმელი: კლერ უეთ კელერი (Givenchy)

წლის ბრიტანელი ტალანტი – მამაკაცის ტანსაცმელი: სამუელ როსი (A-Cold-Wall)

წლის ბრიტანელი ტალანტი – ქალის ტანსაცმელი: რიჩარდ ქვინი (Richard Quinn)

ბიზნეს ლიდერი: მარკო ბიზარი (Gucci)

წლის დიზაინერი: პიერპაოლო პიკოლი (Valentino)

წლის მოდელი: კაია გერბერი

Urban luxe: ვირჯილ აბლო (Off-White)

სვაროვსკის ჯილდო პოზიტიური ცვლილებისთვის: ვივიენ ვესტვუდი

Special Recognition-ის ჯილდო ნომინაციისთვის: კირილ გაჩი (Parley for the Oceans)

იზაბელ ბლოუს ჯილდო მოდის კრეატორისთვის: Mert & Marcus

გამორჩეული მიღწევა: მიუჩია პრადა

2018 Trailblazer: კიმ ჯონსი

კომენტარები

კომენტარი