კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

Pussy Riot კომპენსაციის სახით 37,000 ევროს მიიღებს რუსეთის სახელმწიფოსგან

რუსი აქტივისტების ჯგუფი “Pussy Riot” სახელმწიფოსგან 37,000 ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით. ეს ჯარიმა რუსეთს ევროსასამართლომ 4 დეკემბერს გამართული პროცესის შემდეგ დაუწესა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ თანხას სრულად გადაიხდის. “არ არსებობს პროცედურული გზები ECHR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის” – განუცხადა სამინისტროს პრეს განყოფილებამ Interfax-ს. “რუსეთის ხელისუფლება დაბეჯითებით ასრულებს ECHR-ის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, ვინ არის აპლიკანტი”.

ირინა ხრუნოვა, ადვოკატი, რომელიც Pussy Riot-ის წევრებს: ნაძეჟდა ტოლოკონიკოვას, მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩს იცავდა აცხადებს, რომ ის აუცილებლად მოითხოვს რუსეთის უზენაესი სასამართლოსგან 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ამ უკანასკნელის თანახმად, აქტივისტები: ტოლოკონიკოვა და ალიოხინა ორი წლით ციხეში ჩასვეს Punk ბენდ “Pussy Riot”-ის პროექტის “punk prayer” გამო.

ტოლოკონიკოვამ საკუთარ ტვიტერზე Pussy Riot-ის ადვოკატებს “ლეგალური ჯადოქრები” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი